Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/eqaihgitugbgzawywglx.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/eqaihgitugbgzawywglx.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/eqaihgitugbgzawywglx.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/eqaihgitugbgzawywglx.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
სახალხო დამცველმა შს მინისტრს მიმართა
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან ირინა ფირცხალავას გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. ამ თემაზე უჩა ნანუაშვილი განცხადებას ავრცელებს. "სახალხო დამცველს 2013 წლის 1 აპრილს განცხადებით მიმართა ირინა ფირცხალავამ საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-10 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. ირინა ფირცხალავას განცხადებით იგი თანამდებობიდან მისი ძმის - ირაკლი ფირცხალავას პოლიტიკური აქტივობის გამო გაათავისუფლეს. საქმის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ირინა ფირცხალავას თანამდებობიდან გათავისუფლებისას არ იყო დაცული კანონმდებლობის ნორმები. დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ირინა ფირცხალავა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2011 წლის 6 ოქტომბერს გენერალური ინსპექციის უფროსის დასკვნის საფუძველზე დაითხოვეს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად, მისი უშუალო უფროსის არაერთგზის სიტყვიერი გაფრთხილებისა, ირინა ფირცხალავა სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებს არაჯეროვნად, ხშირად აცდენს სამსახურს და არღვევს დეტექტივის ფორმის ტარების წესს. აღსანიშნავია, რომ პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ირინა ფირცხალავას სამსახურის გავლის ნუსხის მიხედვით, იგი მრავალჯერ არის წახალისებული და არ აქვს დაკისრებული არცერთი დისციპლინური სახდელი. ნიშანდობლივია, რომ ისანი-სამგორის სამმართველომ სახალხო დამცველს არ მოაწოდა გენერალური ინსპექციის დასკვნაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაციის ასლები. საქმეში არ ინახება არც დიციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნა და შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანება ირინა ფირცხალავას დათხოვნის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა წინამდებარე შემთხვევაში არ გამოიკვლიეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, საქმეში არ მოიპოვება არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ირინა ფირცხალავას მიერ გადაცდომის ჩადენის ფაქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“ მოცემულ შემთხვევაში, ირინა ფირცხალავას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა მომხდარიყო ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებისა და ფაქტის შესწავლის შედეგად და გადაწყვეტილების შესაბამის დასაბუთებულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებში ასახვით. შესაბამისად, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსისა და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას არსებითად დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც წარმოშობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველს. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ირინა ფირცხალავას დათხოვნის შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და არღვევს განმცხადებლის უფლებებს", – აღნიშნულია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.