საუბნო-საარჩევნო კომისიის სოციალურად დაუცველ წევრთა ანაზღაურება მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირებაზე არ იმოქმედებს.
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
ცვლილების მიხედვით, საარჩევნო პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნის/არჩევის შემთხვევაში, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან მის მიერ მიღებული ხელფასი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირებისას არ გაითვალისწინება, რადგან ანაზღაურება დროებითი შემოსავალია.
მასალის გამოყენების პირობები