"ხუდონჰესის" გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნა გაცემული არა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვის მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარი განხილვაა დაწყებული."ხუდონჰესთან" დაკავშირებით არის ორი ძირითადი საკითხი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს - ერთი არის გარემოზე ზემოქმედების, მეორე კი სოციალური ასპექტები. გარემოსთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მხოლოდ წინასწარი განხილვა არის დაწყებული; შესაბამისად, სანებართვოც არ არის შემოსული და შესაბამისად, დასკვნა ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს გაცემული არ აქვს", - განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.
მისივე თქმით, სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა დაეფუძნება ექსპერტების შეფასებებს და მათ დასკვნებს სხვადასხვა მიმართულებით.
"რაც შეეხება სოციალურ ასპექტებს, სოციალური ასპექტები ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არ არის მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი, ამაში ჩაერთვება მთელი მთავრობა და გადაწყვეტილება მიღებული იქნება საზოგადოების აზრის გათვალისწინებით", - აღნიშნა გოგალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები