Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/1367585439_zurab_abashidze__2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/1367585439_zurab_abashidze__2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/1367585439_zurab_abashidze__2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/1367585439_zurab_abashidze__2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა
პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთში ზურაბ აბაშიძემ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან მისი მორიგი შეხვედრა შეაფასა. აბაშიძის განმარტებით, რუს კოლეგასთან შეხვედრაზე სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე უნდა ესაუბრათ, თუმცა ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო, აბაშიძემ ფორმატი დაარღვია და საქართველოს მთავრობის სახელით ღმა შეშფოთება და მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, 19 სექტემბერს პრაღაში, ქართულ-რუსული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში მორიგი, რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. „შეხვედრების მიზანია, რომ ჩვენი საზოგადოება მაქსიმალურად დეტალურად იყოს ინფორმირებული ქართულ-რუსული პირდაპირი დიალოგის შედეგების შესახებ. ეს შეხვედრები გასული წლის დეკემბერში ჟენევაში დაიწო. ჩვენ მაშინ შევთანხმდით გარკვეულ პრინციპებზე, ჩამოვაყალიბეთ თემები და ჩვენი მანდატი, ანუ რაზე უნდა გვემსჯელა და რა სახის პრობლემები უნდა მოგვეგვარებინა საწყის ეტაპზე. ამ ფორმატის ფარგლებში. იმის გამო, რომ არსებობს ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციები, ჩვენი პირველი შეთანხმება იყო, რომ ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, არ შევეხებით იმ პრობლემებს, რომელსაც ჟენევაში განიხილავენ“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და განმარტა, რომ ჟენევაში, უაღრესად რთულ თემებს განიხილავენ, ეს არის უსაფრთხოების საკითხები, ჰუმანიტარული პრობლემები. აბაშიძემ ის თემები დაასახელა, რომელზეც შეხვედრაზე უნდა ემსჯელათ. „ეს თემები გახლდათ სავაჭრო ურთიერთობებისა და სატრანსოპრტო კავშირების აღდგენა, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდით ამ თემებზე. ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია “ - განაცხადა აბაშიძემ აბაშიძემ მისი მორიგი გამგზავრების წინა პერიოდი გაიხსენა და შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ზოლთან განვითარებული მოვლენების გამო. „ამჯერად კმაყოფილი მივდიოდი მორიგი შეხვედრის ჩასატარებლად, მაგრამ ის რაც მოხდა წინა დღეებში საოკუპაციო ზოლზე და იქ როგორ განვითარდა მოვლენები, რა თქმა უნდა უარყოფითად აისახა ჩვენს შეხვედრაზე. ყოველი ჩვენი შეხვედრის წინ, ასეთი განსაკუთრებული დაძაბვა ხდება. საოკუპაციო ზოლთან. საქართველოს მთავრობის სახელით, მე გამოვხატე ღრმა შეშფოთება და ჩვენი მკვეთრად უარყოფითო პოზიცია დავაფიქსირე“ -განაცხადა აბაშიძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.