შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1976 წელს დაბადებულმა პიროვნება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა სენაკში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას, ნაგებობის ჭერში დამალული სამგზავრო ხელჩანთიდან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: „ა-კა-ემ“-ის მოდელის 2 და „ა-კა-ეს“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 11 მჭიდით და 193 საბრძოლო ვაზნით, უცხოური წარმოების 1 პისტოლეტი 1 მჭიდითა და 3 საბრძოლო ვაზნით, ასევე, კომბინირებული სანადირო თოფი ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სენაკის რაიონული განყოფილება აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები