Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/ჯარი.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/ჯარი.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/ჯარი.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/ჯარი.jpg" not exists.
პოლიტიკა
ISAF-ის მისიაში გამგზავრებამდე, ქართველი სამხედროები „ჯუმა მეჩეთში“ მივიდნენ
დღეიდან, საერთაშორისო მისიაში გამგზავრებამდე, ქართული ქვედანაყოფის შეხვედრა მუსლიმთა რელიგიური კულტის მსახურთან ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. ISAF-ის მისიაში გამგზავრებამდე, ქართველი სამხედროები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში „ჯუმა მეჩეთში“ პირველად შეხვდნენ საქართველოს სრულიად მუსლიმთა კავშირის შეიხს ვაგიფ აქპეროვს. შეიხმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ისლამის შესახებ ლექცია წაუკითხა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში არსებული შეზღუდვები, ასევე ავღანელი ხალხის ადათ-წესები გააცნო. ლექციის ბოლოს, მუსლიმთა რელიგიური კულტის მსახურმა სამხედროები დალოცა, მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. მან საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველ სამხედროებთან შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისლამის წესების გაცნობა თითოეულ სამხედროს მისიის შესრულებისას გამოადგება. ქართველ სამხედროებთან ერთად, „ჯუმა მეჩეთში“ შეიხის ლექციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დაესწრნენ. „ავღანეთის საერთაშორისო მისიაში გამგზავრებამდე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ჯარისკაცი მუსლიმანურ კულტურასა და ტრადიციებს უნდა გაეცნოს, რადგანაც ჩვენ ჩავდივართ იქ ავღანურ საზოგადოების დასახმარებლად. ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობის დამსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ კარგად იცნობ მათ ტრადიციებს. აქ არიან ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქეებიც, ჯარისკაცები და ქრისტიანებიც. ეს მნიშვნელოვანი ხიდი უნდა გახდეს საზოგადოებასა და ჩვენ ჯარს შორის ავღანეთში ამ ურთიერთობის დასამყარებლად. ამგვარი შეხვედრა მათ თვალსაწიერს ზოგადად ცხოვრებაშიც გაუზრდის. საქართველო მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური ქვეყანაა, რომელსაც ეს ტრადიციები საუკუნეების განმავლობაში მოგვსდგამს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 31-ე ბატალიონის სამხედროები როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონს ჩაანაცვლებენ. 31-ე ბატალიონი ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას უკვე მეორედ მიიღებს. ISAF-ის მისიის შესრულება პირველად სწორედ ამ ბატალიონის სამხედროებმა 2010 წლის აპრილიდან დაიწყეს. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ბატალიონი მისიას ამერიკული კონტინგეტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ლეზერნიკზე“ განახორციელებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.