Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/eu_flag.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/eu_flag.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/eu_flag.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/eu_flag.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
საქართველოს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები ეწვევიან
29 სექტემბერს - 1 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩების (PSC Ambassadors) ვიზიტი იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ამ ფორმატის ვიზიტი საქართველოში მეორედ იმართება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებთან. ასევე იგეგმება ევროკავშირის ელჩების დელეგაციის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მონახულება; გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებისას განიხილება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები; საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა და ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობა; ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია და რეფორმები. სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი ევროკავშირის საბჭოს მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ელჩისგან შედგება და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურს ექვემდებარება. პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის კომპეტენციას კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებზე ევროკავშირის საპასუხო ქმედებების განსაზღვრა და შემდგომი რეაგირება წარმოადგენს. ასევე, აღნიშნული კომიტეტი უზრუნველყოფს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) შემუშავებასა და განხორციელებას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.