"აგიტაცია არის საჯარო მოხელის მხრიდან არამხოლოდ შეკრების ორგანიზებაში მონაწილეობა, მასალების დარიგება და პარტიულ დაწესებულებაში ყოფნა, არამედ აგიტაციაა აგრეთვე ის თუ საჯარო მოხელე საარჩევნო ღონისძიებაზე იმყოფება, ტაშს უკრავს და სიტყვით გამოდის ან კანდიდატის მიმართ მხარდაჭერას სტვენით გამოხატავს," - განმარტავს წულუკიანი.
მინისტრმა "დემოკრატიული მოძრაობის" წევრების განცხადებასაც უპასუხა, რომლებიც ნაძალადევში გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შეხვედრაზე წულუკიანის დასწრებას, დარღვევად აფასებდნენ. წულუკიანის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ პრემიერს, მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება აქვთ.
"ეს უფლება ნაძალადევში გამოვიყენე, რომელმაც წინა არჩევნებში ბევრი ხმა მომცა. აქედან გამომდინარე, ნაძალადევის მოსახლეობასთან შესახვედრად აზრს არავის ვკითხავ თუ ამის უფლებას კანონი მაძლევს და ამ შემთხვევაში, ეს ასეა," - ამბობს თეა წულუკიანი.
მასალის გამოყენების პირობები