Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/cageri.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/cageri.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/cageri.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/cageri.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ცაგერსა და ლენტეხში მართავს
ცაგერში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძე მეუფე სტეფანემ საკუთარ რეზიდენციაში მიიღო და დალოცა. დღესვე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა, სადაც მოსახლეობის უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ბურჯანაძის პრესსამსახურმა მიაწოდა. „მე არ მიკვირს რომ ამდენი ხალხი დამხვდა აქ, რადგან ლეჩხუმი არის ჩემი კუთხე, მე ლეჩხუმელი ვარ,  ჩემი სოფელი ორბელი აქედან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის. ჩემთვის ეს ადამიანები ძალიან ახლობლები და ძვირფასები არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, მთელი საქართველო ჩემი სამშობლოა. მე დღეს მათ გავაცანი ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის ძირითადი მიმართულებები.  მე ძალიან კარგად ვიცი ამ კუთხის პრობლემები, ალბათ ამიტომაცაა, რომ განსაკუთრებული აქტიურობა მოსახლეობის მხრიდან კითხვების დასმის თვალსაზრისით არ ყოფილა. მე ყველა იმ პრობლემაზე და მათი მოგვარების გზებზე ვისაუბრე, რომელიც ამ კუთხეში აწუხებთ. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადამიანები 27 ოქტომბერს მიიღებენ  სწორ გადაწყვეტილებას და საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ. მე აუცილებლად გავაკეთებ იმას, რასაც ვპირდები ხალხს, აუცილებლად დავასრულებ იმ ტაძრის მშენებლობას, რომელიც დავიწყეთ 2008 წელს და რომელიც გააჩერეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ლეჩხუმელების იმედები, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხის შვილების იმედები, გავამართლო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.“ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დავით ბაქრაძის მოწოდებაზე, რომ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატმა ერთი დღით შეწყვიტოს წინასაარჩევნო კამპანია და სოფელ დვანში ჩავიდეს: „დავით ბაქრაძემ ხალხს ისიც მოუწოდა, დანა–ჩანგალი აიღეთ ხელში და ისე დაიცავით საქართველოო. წესიერად მოქცეულიყვნენ ეგ და მისი პრეზიდენტი და დვანში არ ვიქნებოდით ახლა ჩასასვლელები. მე მათი კარნახის გარეშე გავაკეთებ ყველაფერს ისე, რომ მავთულხლართები საქართველოში აღარასდროს აღარ იყოს. როცა არჩეული ვიქნები პრეზიდენტად აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის და რუსეთთან მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოვაგვარებ ამ პრობლემას.“
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.