Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/cccc.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/cccc.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/cccc.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/cccc.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ცესკო მოუწოდებს ამომრჩევლებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიებში
ამომრჩეველთა სიების გადამოწმებასთან დაკავშირებით ცესკო საკუთარ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს, რადიო ათინათი მას უცვლელად გთავაზობთ: "საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა ჯგუფები ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით სარგებლობენ და ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის მოტივით ამომრჩეველთა მონაცემებს აგროვებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია მიესალმება ამომრჩეველთა სიების გადამოწმების ყველა მცდელობას და მზად არის ხელი შეუწყოს ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მხარეს. ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხს აგებს მხოლოდ მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ნუ ისარგებლებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით. აღსანიშნავია, რომ 27 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიებბმა ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების დარიგების პროცესი დაიწყეს. ამ ბარათების მეშვეობით ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები: მათი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რეგისტრაციის ადგილი და იმ საარჩევნო უბნის მისამართი, სადაც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩევლებს ისარგებლონ ყველა არსებული საშუალებით და გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიებში"-,ნათქვამია ცესკოს მიერ საკუთარ ვებ გვერდზე გაკეთბულ განცხდებაში. ამომრჩეველთა ერთიანი სია - http://voters.cec.gov.ge/ ცესკო-ს ცხელი ხაზი - 2 51 00 51 ონლაინ ჩეთი - http://www.cec.gov.ge/webim/client.php?locale=ge ონლაინ ოპერატორი - http://call.cec.gov.ge:8080/?job=click2call
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.