პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საზოგადობრივი კავშირი "დროას" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის ლოზუნგია - "დროა ოკუპაციამ შეაწუხოს პრემიერი და მთავრობა".
აქციის მონაწილეებმა ბიზნეს ცენტრის სავალი გზის ნაწილზე მავთულხლართების გაბმა სცადეს, თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, რის გამოც მომიტინგეებს ტროტუარზე მოუწიათ გადანაცვლება.
მასალის გამოყენების პირობები