Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/evr.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/evr.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/evr.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/evr.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ევროსაბჭოს ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერთა დაკავებების გამო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარია საქართველოს შესახებაც. როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოში განვითარებული ზოგიერთი მოვლენით. "ასამბლეა კმაყოფილებას გამოხატავს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანმა გადაბარებითა და 2012 წლის საპრალამენტო არჩევნების შემდეგ ჭეშმარიტად პლურალისტური და დემოკრატიული გარემოს წარმოქმნით", - ნათქვამია რეზოლუციაში. ამასთან, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში განვითარებული ნეგატიური მოვლენებითაც. "ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში რთულად წარმართული კოაბიტაციის პროცესითა და ოპოზიციის ლიდერთა დაკავებების გამო", - აღნიშნავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასამართლო საქმეები განხორციელდეს გამჭვირვალედ. "ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდე, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრების სასამართლო საქმეები განხორციელდეს გამჭვირვალედ და ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლის შესაბამისად", - ნათქვამია რეზოლუციაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ მიღებული რეზოლუციის შეუსრულებლობის თაობაზე - კერძოდ, 2008 წელს მიღებული 1633 რეზოლუციისა და 2009 წელს მიღებული 1647-1683 რეზოლუციების. ამასთან, ასამბლეა წუხს, რომ მიუხედავად დაპირებისა - რუსეთისა და საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს თანამომხსენებლები წვეოდნენ მოსკოვს, თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს ერთობლივი მისიის დროს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, თანამომხსენებლები მხოლოდ მოსკოვსა და თბილისს ეწვივნენ 2013 წლის მაისში. ცხინვალსა და სოხუმში კი მათი ვიზიტი სეპარატისტული რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან უარის თქმის გამო ვერ შედგა. "ასამბლეა მხარს უჭერს კომიტეტის გადაწყვეტილებას დაკვირვებით მიადევნოს თვალყური საქართველო-რუსეთს ომის შედეგად გამოწვეული შედეგების განვითარებას და სტატუსთან დაკავშირებული წინაპირობების გარშე ჩაერთოს სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგში, თუ რა თქმა უნდა, მათი მხრიდან დიალოგის გამართვის სურვილი იქნება", - ნათქვამია რეზოლუციაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.