ეკონომიკაში იმაზე მეტი პრობლემებია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ამას ეკონომიკა არ ერქვა რაც თქვენ გქონდათ. იქ სადაც ყველა ბიზნესმენი კონტროლდებოდა, იქ ინვესტორი, როგორც წესი, არ შედის. ჯერ უნდა გაიგოს პოტენციურმა ინვესტორმა და ამას ახერხებენ ადგილობრივი ბიზნესმენები, რომ შეიქმნა საინტერესო ბიზნეს გარემო საქართველოში. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ ბიზნესზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს, აგერ ვარ და თავით ვაგებ პასუხს, თუ ვინმე ასეთია, მას ვაგებინებ პასუხს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ივანისვილმა ყურადღება თანაინვესტირების ფონდის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა, რომელმაც მისვე თქმით,შეიძლება ძალიან დიდი სარგებლობა მოუტანოს ქვეყანას მომავალში.
პრემიერმა ასევე გაიხსება დაპირება, რომ მომდევნო წლები უკეთესი იქნება ეკონომიკური კუთხით.
ივანიშვილის განცხადებით, ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად, რაც შეეძლო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას დაეხმარა, უკვე 200-ზე მეტი საწარმო დაფინანსდა.
მასალის გამოყენების პირობები