Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/06/111.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
"ახალი მემარჯვენეები" NDI-ს დელეგაციას შეხვდნენ
"ახალი მემარჯვენეები" დღეს NDI-ს დელეგაციას შეხვდნენ, რომელიც  საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული გარემოს გასაცნობად არის ჩამოსული. დელეგეცის წევრები - მისურის შტატის მდივანი რობინ კარნაჰანი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და საერთა­შორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სემ გეჯდენსონი, საქართველოში ევროკავშირის დე­ლეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი, NDI-ს პრეზიდენ­ტი კენეთ ვოლაკი და NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო  არჩევნებისთვის მზადების პროცესით და "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური აქტივობით  დაინტერესდნენ. "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ  დავით გამყრელიძემ დელეგაციის წევრებს გააცნო პარტიის პოზიცია და შეხედულებები ზოგადად ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ესაუბრა იმ პრობლემებზე რომელსაც პარტია აწყდება წინასაარჩევნო პერიოდში მედია გაშუქებასთან, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვასთან დაკავშირებით. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ "ახალი მემარჯვენეების" პოზიციით ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის, კონტროლის პალატის და უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დელეგაციის მხრიდან დაფიქსირდა, რომ ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო გარემოს მონიტორინგი, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციები იქნებიან ჩართული. შეხვედრას პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე და ერთ- ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია, საერთაშორისო მდივანი ირინა ფრუიძე და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაკაბაძეც ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.