Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/1363458054_20120808092301zaqareishvilii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი - მხოლოდ მეჩირაღდნის გამო, ყოვლად დაუშვებელია სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაზე მოქალაქეების პეტიციამ გავლენა არ უნდა მოახდინოს. როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებაზე სამოქალაქო საზოგადოების წნეხის მიუხედავად მიაჩნია, რომ მხოლოდ მეჩირაღდნის გამო გადაწყვეტილების შეცვლა ყოვლად დაუშვებელია. "არავითარ შემთხვევაში ამ პეტიციას არ უნდა ჰქონდეს გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებაზე. არის საკითხები, სადაც მთავრობამ უკეთესად იცის რა ხდება და ყველაფრის თქმა არ შეიძლება. მე მესმის პეტიციის ხელმომწერების, პატივს ვცემ მათ – ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაა, მათ ამის გაკეთების უფლება აქვთ და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, თუ რამდენად დიდი წნეხის ქვეშ არის საქართველოს მთავრობა, არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან, რომელიც დაინტერესებულია, რომ ჩვენ არ მივიღოთ მონაწილეობა ოლიმპიადაში და ამისთვის მუდმივად ახორციელებს პროვოკაციებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც. მე მესმის მათი, მათ თანავუგრძნობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ მეჩირაღდნის გამო, ყოვლად დაუშვებელია, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. ამასთან, მისივე შეფასებით, თუ რუსეთის ამოცანაა საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაცია, "ნაციონალური მოძრაობის" ამოცაანაა მთავრობის დისკრედიტაცია. სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნიჩაევი იქნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.