Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/mda.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/mda.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/mda.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/mda.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უწყებათაშორის კომისიაში უნდა დაბრუნდეს
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვებას სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ "ნაციონალური მოძრაობის" კომისიაში დაბრუნება და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მიერ შეხვედრების კონსტრუქციულ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: "გვინდა გამოვეხმაუროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისი კომისიის 2013 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, რის შემდეგაც "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კომისიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სხდომის მონაწილეებს და თვითმხილველებს, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის მართლაც მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც პარლამენტის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ მმართველ პარტიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განადგურება უნდა, რაზეც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ეს მათ უკვე წარმატებულად მოახერხეს. სამწუხაროდ, ასეთი სახის არაკონსტრუქციული დიალოგი კომისიაზე პირველი არ იყო და მსგავსი რამეს ადგილი სხვა დროსაც ჰქონდა არა მხოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", არამედ სხვა, იქ წარმოდგენილი პირების მიმართ, რომლებიც წარადგენენ ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით. ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან პოლიტიკურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ საშუალება უშუალოდ დააყენონ საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები კომისიის წინაშე და კომისიის წევრებს მიაწოდონ ინფორმაცია სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის საფუძველზე, კომისია გასცემს რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა კომისიამ მართლაც რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია შეიმუშავა; არაერთ შემთხვევაში კომისიის მიერ დეტალურად ხდებოდა საკითხის განხილვა და დამსწრე პირებს თავიანთი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად სათანადო დრო ეძლეოდათ, რასაც ცალსახად დადებითად ვაფასებთ. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად წინასაარჩევნო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემატური საკითხის კონსტრუქციულ რეჟიმში განხილვის ნაცვლად, კომისიის სხდომები პოლიტიკური დებატების ადგილი ხდებოდა. მიგვაჩნია, რომ არაკონსტრუქციული გარემო, რომელიც შექმნილი იყო უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე, აზარალებს ამ კომისიის მუშაობის ეფექტურობას და ნდობას მისი საქმიანობის მიმართ. ერთი მხრივ, გვესმის, რომ უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე პოლიტიკური პარტიების წევრთა მონაწილეობის პირობებში, გარკვეული საკითხების პოლიტიკური კონტექსტის მიღმა განხილვა რთულია, თუმცა, იუსტიციის მინისტრს, როგორც კომისიის თავმჯდომარეს, სხდომის ფასილიტაციაც ევალება, რის გამოც ვთვლით, რომ მას თმენის მეტი ვალდებულება აქვს. მაშინ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ორი კვირაა დარჩენილი და წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია შესული, მნიშვნელოვანია, რომ მხარეები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, რისთვისაც კონფლიქტი დაუყოვნებლივ უნდა ამოიწუროს. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კომისიაში დაბრუნდეს, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ უზრუნველყოს ამ შეხვედრების კონსტრუქციულ გარემოში ჩატარება", - ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.