პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებიდან ერთი კვირის ვადაში მისი შემცვლელის ვინაობას დაასახელებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,27 ოქტომბრიდან ერთ კვირაში გეცოდინებათ ვინ იქნება ახალი პრემიერი. ერთი კვირის განმავლობაში ვფიქრობ უკვე შეთანხმებული იქნება საბჭოსთან და კოალიციასთანაც. მე დიდი ხანია ვაკვირდები რამდენიმე ადამიანს, მქონდა ჩემი პრიორიტეტები ვისზე და როგორ და აბსოლუტურად ჩემი პრიორიტეტები თანმიმდევრულად სწორად ვითარდება. კარგია, რომ მე არჩევანის საშუალება მაქვს. ქვეყანას კარგი პრემიერი ეყოლება", _განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები