ინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მისთვის წაყენებულ ბრალდებას, სასამართლო პროცესზე მყოფი პროკურატურის მოწმის ჩვენება აბათილებს.
როგორც მერაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროცესზე, პროკურატურის მოწმე (სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალის სპეციალისტი) ამბობს, რომ სოციალური აგენტები დადიოდნენ ოჯახებში და ადგენდნენ უმუშევართა ბაზას, კითხულობდნენ ვინ იყო ოჯახში უმუშევარი და ა.შ.
„თავად პროკურატურის მოწმე აბათილებს ბრალდებას, რომ სოციალური აგენტები წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენებოდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის სასამართლო სხდომა ე.წ. ფიქტიური დასაქმებების საქმეზე, ქუთაისში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები