სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პატიმართა სიაში ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილიც არიან.
"ყველა პატიმარი, რომელსაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, გამოიკითხა. დაახლოებით 1700 კაციდან 200-მა გამოთქვა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ასევე, ყველა იმ პატიმარს, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს და არ ჰქონდა პირადობის მოწმობები ვადის გასვლის გამო, სახელმწიფომ უფასოდ დაუმზადა ახალი პირადობის მოწმობები", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
საარჩევნო უბნები ციხეებში ჩვეულებისამებრ - 08:00 საათზე გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები