“ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მთაწმინდის ოლქის 27-ე საარჩევნო უბანში ბაქრაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. “ძალიან კარგი განწყობა მაქვს. ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ და უკეთეს მომავალს, ხმა მივეცი შესრულებულ დაპირებებს და ხალხის უკეთესად ცხოვრებას, ხმა მივეცი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს ევროპულ არჩევანს. იმედი მაქვს, გავაკეთებთ ისეთ არჩევანს, რომლითაც უკეთესად იცხოვრებს ხალხი და მოვაგვარებთ ყველა პრობლემას, რაც აწუხებს ქვეყანას და საზოგადოებას “, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები