დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებით "საპრეზიდენტო არჩევნებში აშკარა დარღვევებია". განცხადება ამასთან დაკავშირებით ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან N2 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.
"იყო დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა კამერების წინაც, ვფიქრობ რომ ეს მსოფლიოში უპრეცედენტო და აშკარა დარღვევაა. როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ რომ კანონი იწერება ყველასთვის ოღონდ მათთვის არა. მე იმედი მაქვს რომ დღევანდელი არჩევნები ჩვენ სწორედ იმას მოგვიტანს, რომ კანონის წინაშე ყველა ერთნაირად იქნება პასუხისმგებელი",-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები