"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ქართველ ხალხს მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას, გიორგი მარგველაშვილს კი არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ბაქრაძე ეგზიტპოლის შედეგებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ ცესკოს საბოლოო შედეგები წინ არის, ძირითადი სურათი გამოკვეთილია და "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, არჩევნების შედეგები აღიაროს.
ამასთან, ბაქრაძე, როგორც ოპოზიციის ლიდერი მზად არის, ითანამშრომლოს მთავრობასთან და ახალ პრეზიდენტთან ქვეყნის განვითარებისთვის მნიშველოვან ყველა საკითხზე.
მასალის გამოყენების პირობები