რომში "დედ ჰასანის" მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი "კანონიერი ქურდები" დააკავეს. გიორგი გურჩიანი, ირაკლი ფიფია და როინ უგულავა ქურდული სამყაროს ოთხ სხვა წევრთან ერთად აიყვანეს.
სამართალდამცველები მათ კრიმინალურ ავტორიტეტ დავით ოზმანოვზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. ევროპელი სამართალდამცველების ვერსიით, სწორედ აღნიშნული დანაშაული გახდა ტარიელ ონიანისა და ასლან უსოიანის კლანებს შორის კონფლიქტის გაგრძელების საბაბი, რომელსაც საბოლოოდ "დედ ჰასანის" მკვლელობა მოჰყვა.
სამივე დაკავებული რომში ე.წ. კანონიერი ქურდების იმ სხდომას ესწრებოდა, რომელზეც უსოიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
მასალის გამოყენების პირობები