Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/bacho.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/bacho.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/bacho.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/bacho.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური – ახალაიას წიანააღმდეგ წაყენებული ბრალი პოლიტიკურ შინაარს ატარებდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასთვის 7 სპეცრაზმელის საქმეზე გამამართლებელი განაჩინის გამოტანასთან დაკავშირებით, კომენტერები პარლამენტარებმა გააკეთეს. უმრავლესობის წარმომადგენელბი მიიჩნევენ, რომ პროკურატურამ სასამართლოს გადაწვეტილება ზემდგომ ინსტანციაში უნდა გაასაჩივროს. „მიმაჩნია, რომ პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება ზემგდომ ორგანოში უნდა გაასაჩივროს. მე პირადად, ვფიქრობ, რომ პროკურატურას საფუძვლიანი მტკიცებულებები ჰქონდა“, - განაცხადა პარლამეტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ბაჩო ახალაიას მიმართ პოლიტიკურ დევნას გამორიცხავს. „არაერთი მოქალაქის საჩივარია, რომელიც კონკრეტურად უთითებს მძიმე დარღვევებზე. რა პოლიტიკურ მოტივზეა საუბარი, როდესაც საკმაოდ მძიმე გამოკვეთილ კრიმინალურ ქმედებებზეა კონკრეტული ბრალდება აგებული. რაც შეეხება განაჩენს, ეს მოსამართლის გადაწყვეტილებაა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია“, - განაცხადა ბესელიამ. დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი იმედოვნებს, რომ გირგვლიანის საქმის პროცესზე მოსამართლე უფრო ობიექტური იქნება. „ერთი კვირის წინ, სასამართლომ ახლაია ერთ ეპიზოდზე გაამტყუნა, ახლა კი გამართლდა მეორე ეპიზოდში. სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პროცესი ჯერ კიდევ წინ არის. დაველოდოთ, ნუ დავარღვევთ ადამიანის უდანაშუალობის პრეზუმფციას. პროცესები გრძელდება და უამრავი საქმეა აღძრული არა მარტო ახალაის წინააღმდეგ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების წინააღმდეგაც და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“,-აღნიშნა ცაგარეიშვილმა. მოსამართლის გადაწყვეტილება შეაფასა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმაც. „ესენი ცდილობენ საკუთარი კრიმინალური წარსული გაათეთრონ და თავი ფრთიანი ანგელოზებად წარმოაჩინონ, მაგრამ ეს ასე არ არის. სასამართო დღეს თავისუფალია და ჩვენ არ ვახდენთ მასზე ზეწოლას და ეს 1 ოქტომბრის არცევნების მიღწევაა “,- განაცხადა ქუცნაშვილმა. შეფასეები გააკეთეს უმცირესობის წევრებმაც. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გამამართებელმა განაჩენმა დაადასტრურა, რომ ახალაიას წიანაღმდეგ წაყენებული ბრალი პოლიტიკურ შინაარს ატარებდა. „მინდა, ღრმა პატივისცემა გამოვხატო ქართული სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიმართ, იმიტომ რომ, ის მიღებულია იმ ფონზე, როდესაც ხელსუფლების წარმომადგენელები საკუთარი პოლიტიკური პოზიციის საჯარო დეკლარირებას არ ერიდებოდნენ“, - აღნიშნა წიკლაურმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.