ახლად არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას 70 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.
ცერემონიალის დეტალები ორშაბათს გახდება ცნობილი. ინაუგურაციას ნატოს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების და იმ სახელმწიფოების წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.
17 ნოემბერს ინაუგურაციაზე არ იქნება მოწვეული რუსეთის დელეგაცია. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის თქმით, მომდევნო სხდომაზე ცერემონიალის გეგმა შეჯამდება, რის შემდეგაც მზადება დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები