ომბუდსმენი ახალი რეკომენდაციით გამოდის. სახალხო დამცველი ითხოვს, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების ინსტიტუტის გამოყენება კონსტიტუციურ–სამართლებრივ ფარგლებში მოექცეს.
სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ომბუდსმენი საუბრობს მიზეზებსა და საკუთარ არგუმენტებზე. ტექსტში ნათქვამია, რომ ნებისმიერი შეწყალების აქტი ჰუმანურობის პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ „შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე“ დებულებით, საქართველოს პრეზიდენტისადმი მინიჭებული ასეთი ფართო პრივილეგია შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოდიოდეს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციის პოლიტიკურ–სამართლებრივ ბუნებასთან განსაკუთრებით კი, მის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციასთან – უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა (ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების ორგანოთა) საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობა.
აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც სამართლებრივ რაზიონალიზმზე დაფუძნებულ კონსტიტუციურ–სამართლებრივ ფარგლებში მოაქცევს საქართველოს პრეზიდენტის ამ პრივილეგიას",- ეს არის ამონარიდი ომბუდსმენის განცხადებიდან.
ომბუდსმენის პოზიციას იზიარებენ ახალგაზრდა იურისტები. მას შემდეგ რაც ომბუდმენმა რეკომენდაცია ოფიციალურად გაახმიანა, შფასებებს აკეთებენ პოლიტიკიოსებიც. ოპოზიცია თვლის, რომ ინიციატივა პოლიტიკურად მოტივირებული და არაკომპეტენტურია. ამ რეკომენდაციაზე ერთიანი პოზიცია არ არის არც მმართველ გუნდში.
პირველი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ცვლილებები აუცილებელია. საჭიროა პროცესი იყოს გამჭვირვალე, _ როგორ იღებს გადაყვეტილებას პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები