არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მან თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ბევრი ფიქრისა და ბიძინა ივანიშვილთან საუბრის შემდეგ მიიღო.
კბილაშვილი აცხადებს, რომ მას ახალ პრემიერთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს , მაგრამ გადაწყვიტა გვერდში ამოდგომოდა ბიძინა ივანიშვილს "საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. ,,მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა და სამოქალაქო სექტორში გადაწყვიტა გადასვლა, მასთან ხშირად მქონდა საუბრი და გადავწყვიტე, მასთან ერთად მეც დამეტოვებინა თანამდებობა. მეც გადავსულიყავი სამოქალაქო სექტორში და მხარში ამოვდგომოდი აწ უკვე საზოგადო მოღვაწე ბიძინა ივანიშვილს. წასვლით ბიძინა ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ მისი საქმინობა ზნეობრივ იდეალს და არა ხელისფულებაში მოსვლას ემსახურებოდა. მისი ნაბიჯი ვაჟკაცური ნაბიჯია, მსოფლიოს უახლოეს ისტორიაში მსგავსი ნაბიჯი არ არსებობს,“ - განაცხადა კბილაშვილმა.
კბილაშვილმა გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები