Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/saakashviliii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მთელი ეს წლები მკერდით ვატარებ ხუთჯვრიან დროშას, არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე
მთელი ეს წლები მკერდით ვატარებ ხუთჯვრიან დროშას, არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვაზე მთავრობის პოზიციას. ამასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც რადიო "ათინათი"უცვლელად გთავაზობთ: "ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდით მთავრობაში დაბრუნებულ შევარდნაძის მთავრობის თანამდებობის პირებს, როცა ჩემგან იცავენ იმ დროშას, რომლის გამოყენებაზე არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ მაშინ, როცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. გუმბათიდან რამდენიმე საათით დროშის ჩამოხსნაზე დარდს გამოხატავს ის მთავრობა რომელიც გეგმავს რამდენიმე დღეში სამუდამოდ დაუკარგოს ამ სასახლეს სახელმწიფო დაწესებულების სტატუსი. მთელი ეს წლები მკერდით ვატარებ ხუთჯვრიან დროშას, რომელიც დღევანდელი მთავრობის არც ხელმძღვანელის, არც სხვა რომელიმე მინისტრის პიჯაკზე არასდროს დამინახავს. არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, რადგან, როცა შემომქონდა, მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და, ამასთან, საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის!”, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად, ახალი დროშა ფრიალებს. მთავრობამ კი სააკაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციაზე სახელმწიფო დროშის აღმართვისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის ინფორმაციით კი, პრეზიდენტის სასახლის თავზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვა მუსიკალური კლიპის გადაღებას უკავშირდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.