Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/8AFE98BE-7B3C-4DA9-BD64-7CB35BC313EF_mw1024_n_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/8AFE98BE-7B3C-4DA9-BD64-7CB35BC313EF_mw1024_n_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/8AFE98BE-7B3C-4DA9-BD64-7CB35BC313EF_mw1024_n_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/8AFE98BE-7B3C-4DA9-BD64-7CB35BC313EF_mw1024_n_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა მთავრობას მიმართავს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა მთავრობას მიმართავს. საკუთარ განცხადებაში რექტორი მთავრობას, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენობა-ნაგებობების საკითხის განხილვას სთხოვს. ვლადიმერ პაპავას განცხადებას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ. "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო განათლებისა და მეცნიერების მთავარი საყრდენი, საზოგადოებრივი ცხოვრების ტონის მიმცემი. ამიტომ თსუ საზოგადოების მხრიდან ყოველთვის მაღალი ყურადღებისა და ინტერესის სფეროა. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში მეცნიერების განვითარებისადმი მცდარმა დამოკიდებულებამ ხელი შეუშალა უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობას. კერძოდ, თსუ-სთვის გადმოცემული 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან უმეტესობა შენობა-ნაგებობების გარეშე დარჩა: ნაწილი შენობებისა უკვე გასხვისებულია, მეორე ნაწილის თსუ-სთვის გადმოცემა კი, რატომღაც, ფერხდება. გასათვალისწინებელია ამ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მომუშავე მეცნიერ-თანამშრომელთა სტრესული მდგომარეობა. შეუსაბამო შენობისა და ინფრასტრუქტურის გამო, სამეცნიერო საქმიანობა და კვლევები სრულყოფილად ვერ ხორციელდება. იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტმა შეძლებისდაგვარად მოახერხა შენობების გარეშე დარჩენილი ინსტიტუტების სხვა კორპუსებში გადანაწილება, მათი მდგომარეობა მაინც მძიმეა. პრივატიზების შედეგად შენობები ჩამოერთვა ისეთ კვლევით დაწესებულებებს, რომელიც არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის საქმიანობას ეწეოდა. მათ შორისაა: ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი, ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი. სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო ფერხდება პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ძირითადი კორპუსების გადმოცემის საკითხი. გაურკვეველია არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბედი. დღის წესრიგში დგას თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სასწავლო-კვლევითი დანიშნულების დაწესებულების - ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო ლაბორატორიის საკითხი. ამ ლაბორატორიაში სერიოზულ კვლევებთან ერთად სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომ უმოკლეს ვადაში განიხილოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენობა-ნაგებობების საკითხი, გაითვალისწინოს, როგორც ამ ინსტიტუტების, ასევე მეცნიერ-თანამშრომლების ბედი. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და არ გაიმეორებს ადრე დაშვებულ შეცდომებს".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.