საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექვსკაციანი დელეგაცია დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
17 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი უხელმძღვანელებს.
დელეგაციის წევრები იქნებიან USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე ფეიჯ ალექსანდერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის ოფიცერი ასელ რობერტსი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფროსი მრჩეველი ენდრიუ სვითი.
ამასთან, აშშ-ის დელეგაციის წევრთა შორის იქნება საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც.
მასალის გამოყენების პირობები