Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/944628_121725547997838_1125921047_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილს და მის მთავრობას პარლამენტი ნდობას სავარაუდოდ 20 ნოემბერს გამოუცხადებს
პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს და მის მთავრობას ნდობას პარლამენტი სავარაუდოდ, 20 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადებს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მომავალ კვირას პრეზიდენტ მარგველაშვილს მიმართავს. მთავრობის დამტკიცების გეგმებთან დაკავშირებით უსუფაშვილმა განმარტებები გუშინდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა. "აღნიშნულ საკითხს შევაჯერებთ პრეზიდენტთან და მთავრობასთანაც. რეგლამენტი გარკვეულ პროცედურებს ითვალისწინებს, როცა უმრავლესობის მიერ შერჩეული და პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენილი პიროვნება მთავრობას შეადგენს და პარლამენტს წარმოუდგენს. იმ მომენტიდან პარლამენტის ბიურო უნდა შეიკრიბოს და დაადგინოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში, უმრავლესობაში, უმცირესობაში მთავრობის პროგრამის განხილვის გრაფიკი. შემდგომ განხილვის შედეგები ბიუროს სხდომაზე უნდა შეჯამდეს. ბიუროს სხდომის მომდევნო დღეს შესაძლებელია პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. კონსტიტუცია ამ თვალსაზრისით გარკვეულ ვადებს გვაძლევს - ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარმოდგენიდან შვიდ დღეში პროცედურები უნდა დავასრულოთ. შვიდი დღე არის მაქსიმუმი, თუმცა ეს შეიძლება სამ-ოთხ დღეში დასრულედეს. ამიტომ ალბათ ოთხშაბათს მოგვიწევს პლენარული სხდომის გამართვა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ორი რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კენჭს უყრიან განხილულ კანონპროექტებს და გააგრძელებენ განსახილველ პროექტებზე მუშაობას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.