Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Parliamentbilisi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Parliamentbilisi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Parliamentbilisi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Parliamentbilisi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება
პრეზიდენტის ინაუგურაციის პროგრამა ცნობილია. ინაუგურაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში ოთხ ადგილას გაიმართება. კერძოდ, პარლამენტის შიდა ეზოში, გმირთა მოედანზე, რუსთაველის თეატრში საზეიმო კონცერტი და უცხოელი სტუმრებისთვის მიღება გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 13.00-13.45 საათამდე გაიმართება. "27 ოქტომბერს საქართველომ ნამდვილი ევროპული სტანდარტის არჩევნები ჩაატარა და შესაბამისად, ინაუგურაციაც ევროპული სტანდარტის იქნება. ევროპის დიდ ქვეყნებშიც კი ინაუგურაცია პარლამენტის შენობის სხდომათა დარბაზში ხშირად იმართება, თბილისში ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ვიპოვეთ ოპტიმალური ვარიანტი იმისთვის, რომ ეს ინაუგურაცია იყოს სადა და რაც მთავარია, ძალიან დიდი თანხა არ დაჯდეს, ამიტომ გადავწყვიტეთ, ინაუგურაცია თბილისის პარლამენტის შიდა ეზოში ჩატარდეს. ამასთან, ეს თავიდან აგვაცილებს რუსთაველის გამზირის რამდენიმე დღით გადაკეტვას. გარდა ამ ღონისძიებისა, რომელსაც აუცილებლად ექნება სამხედრო კომპონენტი, შესრულდება საქართველოს ჰიმნი, მოხდება დროშის აღმართვა და სხვა რიტუალები, პატარა ცერემონიალი გმირთა მოედანზე გაიმართება, სადაც ფიცის დადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გმირებს პატივს მიაგებს. გარდა ამისა, სავარაუდოდ, რუსთაველის თეატრში საზეიმო კონცერტი გაიმართება და უცხოელი სტუმრებისთვის გაიმართება მიღება. საზეიმო კონცერტში არ იქნება არც ერთი მოწვეული შემსრულებელი. ეს იქნება იმ ძალებით, რაც ქვეყანაში", - განაცხადა ფანჯიკიძემ. რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს, მინისტრის თქმით, ღონისძიებაზე არც მძიმე ტექნიკა იქნება და არც ავიაცია, არამედ მხოლოდ პირადი შემადგენლობა იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება მოწვეულ სტუმრებს, ფანჯიკიძის განცხადებით, საზღვარგარეთ ქვეყნებში 70-მდე მოსაწვევია გაგზავნილი და ღონისძიებას არ დაესწრება რუსული დელეგაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. მინისტრისვე თქმით, ინაუგურაციაზე მიწვეული არიან საქართველოს პრეზიდენტები მიხეილ სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე, ასევე, პარლამენტის სრული შემადგენლობა. მინისტრი ვარაუდობს, რომ ინაუგურაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ხანგრძლივობა 13:00-დან 18:00 სთ-მდე გასტანს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.