ბარაკ ობამა გიორგი მარგველაშვილის და საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტის ინაუგურაციას ულოცავს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
"ამერიკელი ხალხის სახელით ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, რითაც არჩევნების შედეგად საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი და დემოკრატიული პირველად აღინიშნება. მხურვალედ ვულოცავ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მისი ინაუგურაციის დღეს. ამ დღემდე განვლილი გზაში, ბოლო ოცი წლის განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანა ბევრმა შესანიშნავმა პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის, მიმავალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლებმაც არსებითი როლი ითამაშეს სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხთან ერთად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც ამ ორმა ლიდერმა გააკეთა თანამდებობაზე ყოფნისას და ველოდებით თანამშრომლობას მათ მემკვიდრეებთან, რომ ურთიერთობების გაღრმავება გავაგრძელოთ, რასაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის ადგილი ჰქონდა.
იმ დროს, როდესაც ჩვენ ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებას აღვნიშნავთ, საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოვუწოდებ, ერთად იმუშავონ და ამ მიღწევების გასამყარებლად მუშაობა გააგრძელონ სამოქალაქო საზოგადოებასთან", - ნათქვამია ბარაკ ობამას წერილში.
მასალის გამოყენების პირობები