გიორგი მარგველაშვილმა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე The Associated press--ს დუშეთში, ოჯახთან ერთად უმასპინძლა. ექსკლუზიურ ინტერვიუში მარგველაშვილი გეგმებზე, ოჯახსა და მის უახლოეს პარტნიორზე - ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.
"ის არის ადამიანი, რომელსაც სერიოზულად დიდ პატივს ვცემ, მას დიდი გავლენა აქვს ჩემზე, რადგან მე მას ვენდობი. მისი მოსაზრებები და პოზიციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მან ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა.
"მთავარი საკითხია, რომ როგორმე ჩამრთონ აგრესიულ დიალოგში რუსეთთან ყოფილი ხელისუფლების მსგავსად, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ აგრესიულობა დიპლომატიურ ურთიერთობებში პოზიტივის მომტანი არ არის. ჩვენ გვაქვს კონსოლიდირებული, დემოკრატიული პროცესები, თუმცა თუ ჩვენ არ გავაუმჯობესებთ ეკონომიკას, არ დავძლევთ უმუშევრობას და ხელს არ შევუწყობთ ბიზნესს და ამავე დროს, პრობლემებს არ მოვაგვარებთ, ყველა მიღწევა მყიფე იქნება", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები