საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო.
"ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობისათვის. ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის," - განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 13:00 საათზე დაიწყო. ის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის ეზოში იმართება და ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, 53 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები