მაია ფანჯიკიძის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია ღირსეული იყო. როგორც პრეზიდენტის ინაუგურციის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინაუგურაცია ისეთი გამოვიდა, როგორსაც ხელისუფლება მოსახლეობას პირდებოდა.
"ღონისძიება ძალიან კომპაქტური, სადა, მაგრამ ამავე დროს ძალიან ლამაზი იყო. ძალიან ამაღლებულ განწყობაზე ვართ. ეს იყო ღირსეული ინაუგურაცია. პრეზიდენტის სიტყვა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვნი აქცენტების შემცველი იყო და თავიდან ბოლომდე ცერემონიამ ძალიან კარგად ჩაიარა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები