საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ძნელაძეს სავარაუდოდ ვახტანგ კაპანაძე შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია სამთავრობო უწყებებში ადასტურებენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების თანახმად, გაერთიანებული შტაბის უფროსს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.
ირაკლი ძნელაძე აღნიშნულ თანამდებობაზე გასული წლის დეკემბერში დაინიშნა.
ვახტანგ კაპანაძე ამ დროისათვის გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეა.
მასალის გამოყენების პირობები