მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" ახალი გენერალური მდივანი ეყოლება. ამ პოსტზე ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კახა კალაძეა წარდგენილი. პარტიის ამჟამინდელი გენერალური მდივანი ირინა იმერლიშვილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება და სწორედ მას ჩაანაცვლებს კალაძე პარტიაში.
ამ ცვლილებებს პარტია 24 ნოემბერს დაგეგმილ ყრილობაზე დაამტკიცებს, სადაც ასევე აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს და ის, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ასევე ცნობილია, რომ 26-დან 12-მდე შემცირდება პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა
მასალის გამოყენების პირობები