ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შესახვედრად პრაღაში დღეს, 19 ნოემბერს, 12 საათზე გაემგზავრება. რიგით მეხუთე შეხვედრაზე მხარეები ერთწლიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებენ და სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში სამომავლო გეგმებს დასახავენ.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ორმხრივი დიალოგის ფორმატის მთავარი მიღწევა რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა და ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნაა.
მასალის გამოყენების პირობები