26 მაისის ეპიზოდზე, ვანო მერაბიშვილის წინა სასამართლო სხდომა დღეს, 19 ნოემბერს განახლდება. დღევანდელ პროცესზე მხარეები მტკიცებულებათა ნუსხას წარმოადგენენ. დაცვის მხარე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს ზოგიერთი მტკიცებულების გაუქმებასა და აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.
მერაბიშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, პროცედურების სიმრავლიდან გამომდინარე, წინასასამართლო სხდომის გადანიშვნა მოხდეს.
პროკურატურა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 2011 წლის 26 მაისს დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირებზე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები