იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს ახალ მოსამართლეებს აირჩევს. საბჭოს სხდომა უზენაეს სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება.
საბჭოს სხდომაზე კენჭი ეყრება 59 მოსამართლეობის კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საბჭოს 13 წევრიდან მინიმუმ 10 წევრის ხმას მიიღებს.
როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციაში შესული ახალი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მოსამართლეები უკვე 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან. დღეის მდგომარეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის სამივე ინსტანციაში უფლებამოსილებას საერთო ჯამში, 242 მოსამართლე ახორციელებს.
59 მოსამართლიდან 41 მოქმედი მოსამართლეა, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.
მასალის გამოყენების პირობები