რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, გუბერნატორების კონკურენტულ კანდიდატურებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, როდესაც შესაბამის დებულებაზე მუშაობა დასრულდება.
"საქართველოში როდესაც არსებობს ვაკანტური თანამდებობები, ყოველთვის არის ბევრი საუბარი. ჯერ აქტუალურია მთავრობის დამტკიცება. ჩვენ ვმუშაობთ დებულებაზე გუბერნატორებთან დაკავშირებით გარკვეული კორექტირება რომ მოხდეს. ამის შემდეგ დაიწყება უკვე კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი", - განაცხადა შერგელაშვილმა.
თვითმმართველობის კოდექსს სამინისტრო დიპკორპუსს და დონორებს აცნობს.
მასალის გამოყენების პირობები