Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/kublashvili-kkko.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
კოტე კუბლაშვილი მოსამართლეთა არჩევნების შედეგით უკმაყოფილებას გამოთქვამს
კოტე კუბლაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით დაფიქსირებული შედეგით უკმაყოფილოა და ეჭვობს, რომ აღნიშნულის გამო საქმეების განხილვა გაჭიანურდება .საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, დღეისთვის მათ სულ მცირე 20 ახალი მოსამართლე ესაჭიროებათ, საქმეთა რაოდენობიდან გამომდინარე. "როგორც ცნობილია, დღეს ფარული კენჭისყრა გაიმართა. მოსამართლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ჩვენ 59 კანდიდატი გვყავდა, თუმცა აქედან მოსამართლედ არჩეულ იქნა მხოლოდ 12. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღეისთვის ჩვენი საჭიროება საქმეთა რაოდენობიდან გამომდინარე არის სულ მცირე 20 ახალი მოსამართლე. სამწუხაროდ, მივიღეთ შედეგი, როცა დაინიშნა მხოლოდ 12 ახალი მოსამართლე და ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ცუდი შედეგი, არა უბრალოდ ცუდი, არამედ ძალიან ცუდი შედეგი. შედეგი არ აკმაყოფილებს არავის. სასამართლო სისტემისთვის ეს არ არის მისაღები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლეების არჩევა მოხდა კანონის მიხედვით, ჩვენ გვეყოლება მხოლოდ 12 ახალი მოსამართლე და შევეცდებით, ისინი გადავანაწილოთ იქ, სადაც მეტი საჭიროებაა. ეს მძიმე შედეგს გამოიღებს იმ კუთხით, რომ შეიძლება საქმეები გაიწელოს და კანონით დათქმულ ვადებში ვეღარ იქნას განხილული, ვინაიდან რაოდენობრივად მოსამართლეები არიან ძალიან ცოტა", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.