თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
როგორც უგულავამ გუშინ საღამოს მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არის რამდენიმე მწვავე საკითხი, რომელიც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის.
,,პირველ რიგში, მე განვაახლებ ახალ მთავრობასთან კონსულტაციას იმისთვის, რომ თბილისის ტრანსფერი 50 მილიონით არ იყოს შემცირებული და თბილისის ბიუჯეტი არ შემცირდეს. არის მთელი რიგირ საკითხები, ის საკითხები, რომლებიც თბილისელებს პრობლემებს მოუხსნის და არა, შეუქმნის. ამ საკითხებზე ბუნებრივია, მზად ვარ ვითანამშრომლო ახალ მთავრობასთან ისევე, როგორც მზად ვიყავი აქამდეც.“, _ განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც მან აღნიშნა, ის აქამდე ვერ ხედავდა მზადყოფნას ცენტრალური მთავრობისგან და თუ ეს დამოკიდებულება თბილისის მიმართ შეიცვლება, ის მხოლოდ მიესალმები ამ ფაქტს.
,,მე ყოველთვის მზად ვიყავი თითოეულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მეთანამშრომლა წინა მთავრობასთანაც. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ დავიწყოთ საქმიანი საუბარი შეჩერებული შემოვლითი რკინიგზის საკითხზე. ეს საკითხიც სრულიად პოლიტიკური კონიუნქტურის გამო არის გაჩერებული და არანაირი დასაბუთება არ აქვს იმას, რომ გაკეთებული საქმის 70 პროცენტი ჩაიყაროს წყალში", - აღნიშნა თბილისის მერმა.
მასალის გამოყენების პირობები