აშშ–ის ადმინისტრაციის საიტზე უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პეტიცია გამოქვეყნდა: იმ შემთხვევაში, თუ კიევი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, პეტიციის ავტორები უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ.
პეტიცია იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის წევრებისთვის აშშ–სა და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძლავის წინადადებით გამოდის.
"ჩვენ ვერ შევურიგდებით იმ ფაქტს, რომ ვიქტორ ინუკოვიჩი და მისი მთავრობა, უკრაინის ხალხს დასავლეთის ცივილიზაციასთან დაახლოების უფლებაზე უარს ეუბნება", - ნათქვამია მასში.
მიმართვის ავტორები ასევე ინუკოვიჩთან და მის მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიების საბანკო ანგარიშების გაყინვას მოითხოვენ.
იმისათვის, რომ აშშ–ის ადმინისტრაციამ მიმართვაზე რეაგირება მოახდინოს, საჭიროა ერთი თვის განმავლობაში – 26 დეკემბრამდე – 100 ათასი ხელმოწერა შეგროვდეს. ამ დროისათვის ხელმოწერათა რაოდენობამ 1300–ს გადააჭრბა.
მასალის გამოყენების პირობები