ბულგარეთის სამხედროები ბულგარეთ–თურქეთის სასაზღვრო მონაკვეთზე, ელხოვოში, იაბოლის ოლქში, 3 მეტრიან და 33 კმ სიგრძის მავთულხლართების ღობეს აღმართავენ. ეს ღონისძიება ბულგარეთში არალეგალური ემიგრანტების შემოსვლის აღსაკვეთად ტარდება და ქვეყნის ხაზინას ის 2.5 მილიონი ევრო დაუჯდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ ბულგარეთს, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან არალეგალური ემიგრანტების ნაკადის ზრდამ უბიძგა. სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლის თებერვალშიდასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები