მომიტინგეები იმ ქუჩების ბლოკირების ტაქტიკაზე გადავიდნენ, რომლებზეც მთავარი სახელმწიფო შენობებია განლაგებული.
ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ეს უვადო აქციაა : "მისი დასასრული ერთია - ამ პრეზიდენტის და ამ მთავრობის დასასრული".
დღისით, კიევში "ნაროდნი ვეჩე“– ზე 300 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც უკრაინის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ვლადიმირ რიბაკმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარეკებებისკენ მოუწოდა.
მანამდე, რამდენიმე ასეული აქტივისტი შეეცადა შტურმით აეღო პრეზდენტის ადმინისტრაციის შენობა. შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიჭრა, მათ შორის მედიის წარმომდგენლები.
ბანკოვაიას ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეტაკებას ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლების პროვოკაციას უწოდებენ, რაც მაიდანზე მიმდინარე სამშვიდობო აქციის დისკრედიტაციისთვის გამიზნულად განხორციელდა.
„ბერკუტი“– ს სპეცრაზმელებთან შეტაკებისას ათობით ადამიანი დაიჭრა, უკრაინის შსს–ს განცხადებთ, დაჭრილია 100– მდე მილიციის თანამშროემლი.
სამართალდამცველებმა დემონსტარნტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს.
აქტივისტებმა პროფკავშირების სახლი და მერიის შენობა დაიკავეს.
მასალის გამოყენების პირობები