რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბუნებრივი, თხევადი გაზის ექსპორტის ლიბერალიზაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. კანონის თანახმად, გაზის ექპსორტის უფლებით,სახელმწიფოს 50%–ზე მეტი წილის მქონე კომპანიები ისრგებლებენ, რომელთა საბადოები შიდა საზღვაო წყლების, ტერიტორიული ზღვისა და კონტინენტური შელფის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის ჩათვლით, ფარგლებშია მოქცეული.
გარდა ამისა, ასეთ უფლებას მიიღებენ კომპანიები, რომელთა ლიცენზია 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, თხევადი, ბუნებრივი გაზის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. იმ საწარმოებს შორის, რომლებიც შეიძლება თხევადი, ბუნებრივი გაზის ექსპორტიორებად იქცნენ, არიან : НОВАТЭКа "Ямал СПГ", ასევე სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი "Роснефть"–სა და "Газпром"– ის ქარხნები. მანამდე გაზის ექპორტზე მონოპოლიას კონცერნი "Газпром"– ი ფლობდა.
www.bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები