უკრაინის პარალმანეტისკენ მიმავალი გზები ათობით ავტობუსით გადაიკეტა, თავად რადას შენობას სამართალდამცავებმა ალყა შემოარტყეს.
ამ მომენტისათვის, უმაღლესი რადასკენ, სადაც დღეს მთავრობის გდადგომის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას განიხილავენ, მომიტინგეთა კოლონები მიემართება.
ამავე დროს, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" განაცხადა, რომ ის შეძრა კიევში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის მასშტაბებმა.
ორგანიზაციის მონაცემებით, 29 ნოემბრიდან, დემონსტრანტებისა და მილიციის შეტაკებებისას, ყველაზე ნაკლები 45 ჟურნალისტი დაზარალდა.
მასალის გამოყენების პირობები