ბრიტანეთს ევროკავშირის ფარგლებში მუშა ხელის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა სურს. ამის შესახებ ქვეყნის შსს მინისტრმა ტერეზა მეიმ, ბრიუსელში გამართულ სხდომაზე თავის კოლეგებს განუცხადა.
2014 წლის 1იანვრიდან ევროკავშირი ბულგარეთისა და რუმენეთის მოქალაქეების ევროკავშირში გადაადგილებაზე შეზრუდვის მოხსნას გეგმავს.
ევროკავშირის რიგი ქვეყნები მუშა ხელის თავისუფალი გადაადგილების პრინციპს ევროპული ინტეგრაციის ფუნდამენტურ პრინციპად მიიჩნევენ.
სავარაუდოდ, ტერეზა მეი ყურადღებას ამ პრინციპებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილებს და მიგრაციული წესების გადახედვაზე ისაუბრებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაგებით მოეკიდნენ ბრიტანეთის თხოვნას, არ დაუშვან სოცუზრუნველყოფის სისტემაზე ზეწოლა, რომელიც მიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო იმატებს ხოლმე. მეზობელ ქვეყნებსაც იგივე პრობლემები აქვთ.
თუმცა პოლიტიკურ დონეზე ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებამ მხარდაჭერა ვერ მიიღო.
www.bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები